პუბლიკაციები
ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, გვქონდეს დაუბრკოლებელი და უსაფრთხო წვდომა აზერბაიჯანის ყველა ნაწილთან

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. აბუ დაბიში ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს დაუბრკოლებელი და უსაფრთხო წვდომა აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანამდე, რასაც განვიხილავთ, როგორც წვდომას ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე, – ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანული ტვირთი ან მოქალაქეები არ უნდა ხვდებოდნენ პირისპირ სომხეთის უსაფრთხოების ორგანოებს, ეს არის აზერბაიჯანელების ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც მისი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანია.

ამერიკული კომპანიის მიერ ზანგეზურის დერეფნის ქირაობის შესახებ კითხვას რაც შეეხება, ის სომხეთის უნდა დაუსვათ. ჩვენს ტერიტორიაზე არ იქნება არანაირი ოპერატორი, იჯარა ან ქირა. ყველაფერს თავად გავაკეთებთ. სომხეთს რისი გაკეთება უნდა, არ ვიცი, მათ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მიიწვიეს ე.წ. ევროპელი დამკვირვებლები, რომლებიც იმ ჯაშუშების მიერ არიან მომზადებული, რომლებიც ჩვენ გვითვალთვალებენ. და, სხვათა შორის, ირან-ისრაელის დაპირისპირების დროს ჯაშუშობდნენ ირანის წინააღმდეგ. ხვალ შეუძლიათ, კიდევ ვინმე მოიწვიონ. აბუ დაბიში ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს დაუბრკოლებელი და უსაფრთხო წვდომა აზერბაიჯანიდან აზერბაიჯანამდე. ამას განვიხილავთ, როგორც წვდომას ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე. აზერბაიჯანული ტვირთი ან აზერბაიჯანის მოქალაქეები არ უნდა ხვდებოდნენ პირისპირ სომხეთის უსაფრთხოების ორგანოებს ან ვინმე სხვას. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა და, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სამართლიანია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.