საზოგადოება
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7138 ლარი გახდა

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7138 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7149 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1703 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1737 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.