პოლიტიკა
ჯონ ბასი: „საქართველოში დემოკრატია ვითარდება“

basi2„საქართველოში დემოკრატია ვითარდება და პირველ რიგში ეს აისახება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მაგალითად, პარლამენტში. თუმცა, თუ მოსახლეობის 30%- აქვს განსხვავებული შეხედულება, იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ერთადერთი აზრი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყოს გამოხატული. წარმომადგენლობითი ინსტიტუტები საზოგადოებაში არსებულ ყველა აზრს უნდა ასახავდნენ“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა „ტელეარხი 25“-ის ეთერში საუბრისას.

ჯონ ბასმა 26 მაისის აქციის დაშლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვას, თუმცა, ამავე დროს, მოქალაქეებმა გამოხატვის თავისუფლებით უნდა ისარგებლონ.

„26 მაისს აშკარად იყო დაშვებული შეცდომები. გადაჭარბებული ძალა იქნა გამოყენებული როგორც აქციის დაშლისას, ის მის შემდეგ და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს გამოძიება“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

 

tribuna.ge