პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: „დღეს აფხაზეთში რეალურ სიტუაციას რუსეთი აკონტროლებს“

baqradze9თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთში დღეს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რეალურ სიტუაციას დღეს აფხაზეთში აკონტროლებს რუსეთი და ყველა რეალური გადაწყვეტილება მიიღება რუსეთის მხრიდან.

„რუსეთი არის მხარე, რომელიც ყველანაირად აკონტროლებს უსაფრთხოების ვითარებას, ყველა ეკონომიკურ აქტივობას და გარკვეულ ჩარჩოებში – პოლიტიკურ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და მზად ვართ, დავიწყოთ ეს დიალოგი ნებისმიერ მომენტში, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გადამწყვეტი მოთამაშე აფხაზეთში არის რუსეთი, რომლის საოკუპაციო ჯარიც იქ დგას. ამიტომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე კონკრეტულ კლანებს შორის ძალაუფლების გადანაწილებაა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭს მოქმედი პრემიერი სერგეი შამბა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიან.