პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს გაიმართება

   ტრამპი და ივანიშვილი

   Feedback (ინგლ. უკუკავშირი) – ადამიანების საპასუხო რეაქციაა მიღებულ ინფორმაციაზე ან განხორციელებულ ქმედებაზე. PR-ტექნოლოგებისთვის (ინგლ. Public Relations – საზოგადოებასთან ურთიერთობა) feedback წარმოადგენს ქმედებების ეფექტიანობის (საკუთარის, მათ მიერ კონსულტირებული მენეჯერების ან სპეცსამსახურების ქმედებებისა) და, საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიის კორექტირების ინდიკატორს სასურველი შედეგის მისაღწევად.

   ნებისმიერი ტოპ-მენეჯერის – იქნება ეს ბიზნესმენი თუ ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკოსისთვის - ეს უნივერსალური მეთოდი იქცა „ჟანრის კლასიკად“ IT-ტექნოლოგიების (ინფორმაციული ტექნოლოგიები) და AI-ინტელექტის (ხელოვნური ინტელექტი) დანერგვით. ისევე, როგორც IT-სა და AI-ს დანერგვით შეიცვალა თანამედროვე ომისა და სპეცოპერაციების ტაქტიკა, სადაც ხელოვნური ინტელექტი ჰპოულობს, ხოლო დრონები, რომლებმაც ტანკები ჩაანაცვლეს, მოწინააღმდეგეს ანადგურებენ.

   თუმცა, თანამემამულე პოლიტიკოსების, მაგალითად, ქართველი რადიკალი ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის (de facto - უცხოური გავლენის რუტინული აგენტების, უცხოური სპეცსამსახურების აგენტებისთვის), რომლებიც ჩარჩნენ 2008 წელში და უწინდებურად რუსული ტანკის“ კომპლექსით იტანჯებიან, ზემოთქმული terra incognita-ს წარმოადგენს, რაც მოწმობს გაყალბებული სახელმძღვანელოებით აღზრდილი სააკაშვილის პირმშოების გონებრივ ნაკლოვანებებზე, რომლებმაც, როგორც ევროკავშირის ჩინოვნიკთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ცნობიდან შევიტყვეთ, USAID-ის დახურვის შემდეგაც ევროპული ფონდებისგან მილიონობით ევრო მიიღეს (მაგალითად, 2 მლნ ევრო - საქართველოში სოროსის ფონდის ფილიალმა).

ეს გრანტები, აშკარად გადარიცხულია არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და პეტდარდებისთვის, არამედ „რბილი ძალისა“ და ახალგაზრდობის ტრენინგებისთვის, რათა შეასწავლონ უმარტივესი PR-ტექნოლოგიები და feedback-თან მუშაობის მეთოდები. ახლა გაამრავლეთ ეს თანხები საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, რადიკალურ ოპოზიციურ მედიისა და პოლიტიკური პარტიების რაოდენობაზე – ფარულ თუ ღია გრანტის მიმღებებზე, შემდეგ კი მიღებული თანხა გაამრავლეთ 35 პოსტსაბჭოთა წელიწადზე… თუმცა, ეს ასტრონომიული თანხები, სავარაუდოდ, დატაცებულია, „ატკატის“ სახით დაბრუნებულია გრანტების გამცემთათვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნიჭოდაა გამოყენებული, რასაც მოწმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოგდების მიზნით გამართულ საპროტესტო მიტინგებზე მოსყიდული ამომრჩევლის მოკრძალებული რაოდენობა.

   ანალიტიკოსად ყოფნისა და ზემოთ ნახსენები მეთოდების ცოდნის გარეშეც შეუძლებელია არ შეამჩნიო ის, რაც ზედაპირზეა. მხოლოდ ერთი მაგალითი: დონალდ ტრამპმა – ბიზნესმენმა და მილიარდერმა, რომელმაც მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, და მის წინ ბიძინა ივანიშვილმა – ბიზნესმენმა და მილიარდერმა, რომელიც 2012 წელს გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკაში შეიტანეს ბიზნეს-კატეგორიები, რომლებითაც ისინი უმაღლეს დონეზე ოპერირებენ. მხოლოდ ერთ შტრიხს შეგახსენებთ: ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობისას, თავის ტელეინტერვიუებში ხშირად იყენებდა ქართველი ბიზნესმენისთვის ჩვეულ სიტყვას „დალაგება“, რითაც ინფორმაციას აწვდიდა ქართველ ხალხს, რომ მან წესრიგი დაამყარა ამა თუ იმ სფეროში, ან სხვადასხვა დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა ჯგუფებს შორის. ანალოგიურად, ტრამპი, პირველივე დღიდან ცდილობს სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების და კონფლიქტების, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის, დალაგებას, ამისთვის იყენებს ბიზნესმენისთვის დამახასიათებელ ტერმინს „გარიგება“, ნაცვლად მსგავს შემთხვევებში პოლიტიკაში მიღებული ტერმინისა „შეთანხმებ“.

ბევრს არ ესმის, თუ რატომ მოქმედებენ ტრამპი და ივანიშვილი ხანდახან წინააღმდეგობრივად (ტრამპი – აწესებს და აუქმებს ბაჟებსა და სანქციებს, „აღშფოთებულია“ ან „უკმაყოფილოა“ ხან ზელენსკით, ხან პუტინით, ზოგჯერ – ერთი დღის განმავლობაშიც კი) და უშვებენ შეცდომებს, განსაკუთრებით – საკადროს (ტრამპი – მასკი, ივანიშვილი – მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, გახარია). ეს იმიტომ ხდება, რომ მილიარდერ-ბიზნესმენ-მენეჯერთა ლოგიკა, რომელსაც ტრამპი და ივანიშვილი დიდ პოლიტიკაში იყენებენ, ეფუძნება უკუკავშირს – feedback-ს. უდავოდ, აქ საზოგადოებრივი აზრის (PR) ტესტირების და ექსპერიმენტის ფაქტორიცაა, რის გარეშეც არც ერთი რეფორმა არ ხორციელდება. გარდა ამისა, ივანიშვილს ხშირად fake-ინფორმაციას აწვდიან და პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მოსახლეობის, კონკურენტების, „ქართული ოცნების“ აქტივის, უცხოელი დიპლომატების, ლობისტებისა და დაახლოებული სტეიკჰოლდერებისგან უკუკავშირით მიღებულ ინფორმაციად მიასაღებენ.

ტრამპისა და ივანიშვილის ქმედებების ალგორითმის გამოთვლით, რომლებიც არასდროს იმოქმედებენ თავიანთი ბიზნესმენ-მილიარდერთა ბუნებისა და ტრადიციული რწმენის საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია მათი შემდგომი ქმედებების პროგნოზირება. მაგალითად, ივანიშვილის თვისების ცოდნა – იმოქმედოს დასწრებით – გვაძლევს საშუალებას, დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს გაიმართება. გავიხსენოთ, როგორ უპასუხა ივანიშვილმა ევროკავშირის შანტაჟს – უარი ეთქვათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე, თუ ის არ შეასრულებდა შარლ მიშელის 9 დათქმას – ქართველების, მართლმადიდებლების, ჰეტეროსექსუალებისთვის არაბუნებრივ პირობებს, რომლებსაც თავიანთი სუვერენიტეტის ნარჩენები ბრიუსელისა და ლონდონისთვის უნდა გადაეცათ: ივანიშვილმა თავად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. მაგრამ ევროკავშირს არ შეუწყვეტია საქართველოს შანტაჟი და კრიტიკა, რის შედეგადაც მთელმა მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა გაიგო, რომ ევროკავშირს საქართველო 100-ჯერ უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით.

და აი ახლაც ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს არჩევნების თემით – ჩაატარეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან შარშანდელი გაყალბდა, თორემ გავაუქმებთ უვიზო მიმოსვლასო! ხლაც ივანიშვილის „ძალის ვექტორი“ მიმართული იქნება არა საპირისპირო მიმართულებით – აქაოდა, არ ჩავატარებთ! - არამედ პირიქით – ის ნამდვილად გამოაცხადებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მომავალი, 2026 წლის ოქტომბერში და ამით, მოწინააღმდეგის „ენერგიის შთანთქმით“ – ევროკავშირისთვის წელიწადზე მეტი ხნით საქართველოს განსჯისა და კრიტიკის თემის წართმევს. ერთ წელიწადში კი ბევრი რამ მოხდება – მაგალითად, დიდი ალბათობით, დასრულდება ომი უკრაინაში, და ივანიშვილს მართლაც დასჭირდება ახალი გამოწვევების - კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების –ადექვატური პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული პარლამენტი და მთავრობა, და არა ამჟამინდელი გუნდი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც არაკომპეტენტურ ბალასტს წარმოადგენს.

 

პუტინის ნდობა

   განვიხილოთ სხვა მაგალითი – როგორ იყენებს „ფიდბექს“ (feedback) რუსეთის პრეზიდენი. ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინმა „ლეგენდა“, „სისულელე“ და „ბოდვა“ უწოდა სენტენციას, თითქოს „რუსეთი აპირებს თავდასხმას ევროპისა და ნატოს ქვეყნებზე… რომლებიც შეიარაღებაზე გაცილებით მეტს - 1,4 ტრილიონ დოლარს ხარჯავენ, ვიდრე რუსეთი, ჩინეთი და მთელი დანარჩენი მსოფლიო ერთად“. ეს მთელი მსოფლიოსთვის გაისმა, როგორც უბრალო რუსი ადამიანის უსამართლობით აღშფოთებული სიტყვები. ისინი ევროპის ხალხებისა და არა მათ ლიდერებსკენ იყო მიმართული, რომლებსაც, როგორც პუტინმა აღნიშნა, „თავად არ სჯერათ ამ სისულელის, მაგრამ მაინც ატყუებენ მოსახლეობას, რათა ამით ახსნან თავიანთი მარცხი ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში “.

მინდა დავამატო – მათ სჭირდებათ ალიბი გადასახადის გადამხდელთა – თავიანთი ამომრჩევლის წინაშე, რათა გაამართლონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების ხარჯები, რადგან ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები უკვე აღარ მალავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპის ომია რუსეთის წინააღმდეგ, მისგანადგურებისა და ახალი პროტექტორეტების შეძენის მიზნით.

თუ პუტინის განცხადებას PR-ის თვალსაზრისით განვიხილავთ, ის მშვიდობიანია, ხოლო მშვიდობიანობა, როგორც ცნობილია, დასავლეთში სისუსტედ აღიქმება. სუსტებისა კი არ ეშინიათ, მაშასადამე – პატივს არ სცემენ, შეურაცხყოფენ და ანადგურებენ. თუ უკუკავშირით (feedback) კრემლმა შეიტყო, რომ ნეოლიბერალმა ევროპელმა ლიდერებმა ირწმუნეს პუტინის, რომ რუსეთი მართლაც არ აპირებს თავდასხმას ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე, ისინი გააგრძელებენ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, რათა „ბოლო მოუღონ დასუსტებულ რუსეთს“. და, ესე იგი, თავად დარჩებიან დაუცველი – უკვე დარჩნენ, ევროკავშირი-ნატოს ქვეყნების სამხედრო საწყობები ცარიელია! ამიტომ, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი აკმარებს ერთ გამანადგურებელ დარტყმას „ნეონაციზმის გზაზე გადასულ“ ევროპას, საპასუხო შემოტევის შიშის გარეშე!

მაგრამ თუ უკუკავშირის (feedback) არხებით პუტინისთვის (რომელიც, მართალია, არ არის ბიზნეს-მენეჯერი, როგორც ტრამპი და ივანიშვილი, მაგრამ მზვერავია) გახდება ცნობილი, რომ დასავლეთში მას არ დაუჯერეს და კვლავ ძველი პროპაგანდისტული კლიშეების სწამთ, რომ უკრაინაზე გამარჯვების შემდეგ პუტინი დაარტყამს ბალტიისპირეთს, საქართველოს, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებს (ბოლო ორის გარდუვალობის შესახებ პერიოდულად გვახსენებს სერგეი კარაგანოვი), ამ შემთხვევაში ევროკავშირი შეიარაღებას უკრაინას კი არ გაუგზავნის, არამედ შეინახავს მას საკუთარი თავდაცვისთვის, „პუტინის რუსეთის“ სავარაუდო აგრესიის მოსაგერიებლად. ეს ნიშნავს, რომ ევროპის დახმარების გარეშე ომი უკრაინაში სწრაფად დასრულდება (ევროკავშირის ასეთი საქციელის შემთხვევაში ამერიკა ერთ ჭურვსაც არ მიაწვდის უკრაინას, რადგან, როგორც ტრამპმა განაცხადა, ეს ომი ევროკავშირს ეხება, და არა აშშ-ს).

მეორე ვარიანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასურველია, რადგან ის გაცილებით მშვიდობიანია. ამიტომ რუსეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაარწმუნოს ევროკავშირი-ნატოს ქვეყნების ლიდერები, რომ რუსეთი არ აპირებს მათზე თავდასხმას – დაე თავად შეიარაღდნენ და შეწყვიტონ უკრაინის შეიარაღება!

ვიმედოვნებ, ერთი მაგალითით შევძელი მკითხველისთვის იმის ჩვენება, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უკუკავშირის (feedback) არხებით მიღებული ინფორმაციის ანალიზს, რომელიც პუტინის მარტივი განცხადების საპასუხოდ იქნა მიღებული.

   არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 11 ივლისი
საქართველო, თბილისი