საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბირთვული იარაღის ზედამხედველობის ჯგუფი შეიქმნება. ბრიტანეთი და საფრანგეთი ბირთვული შეკავების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ლონდონში პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარიზი და ლონდონი ევროპაში ბირთვული იარაღის მქონე ერთადერთი ქვეყნებია.
მედიის ცნობით, ახალი ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება ორ ქვეყანას შორის ბირთვული პოლიტიკის, შესაძლებლობებისა და ოპერაციების კოორდინაციაზე.
ამასთან, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე „ზეწოლის“ გაზრდის მოწოდება გასცეს ახალი სანქციების საშუალებით.
„უნდა ვაიძულოთ პუტინი, მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს“, – განაცხადა კირ სტარმერმა.