საზოგადოება
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ზვიად ხარაზიშვილმაც ("ხარება") დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა.