სამართალი
თბილისი, 26 აგვისტო, საქინფორმი. რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში ძვირადღირებული მანქანების გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი ეთნიკური ქართველია. ისინი „BMW X6“-ის გატაცების მცდელობის დროს დააკავეს, რომლის ღირებულება 3 მლნ რუბლზე მეტს შეადგენს.