უცხოეთი
ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი რუსეთთან საომარი შეტაკებისთვის ემზადებიან

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი რუსეთთან საომარი შეტაკებისთვის ემზადებიან.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ იუწყება, ამის შესახებ გრუშკომ რუსეთის სახელმწიფო დუმაში, რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიის“ შიდაფრაქციული სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა საუბარი ძალიან სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით. არსებითად საუბარი შეეხებოდა ომსა და მშვიდობას, უსაფრთხოების სფეროში დღეს არსებულ მდგომარეობას, ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან სამხედრო სამზადისს. ისინი კონკრეტულად ემზადებიან რუსეთის ფედერაციასთან საომარი შეტაკებისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.

1tv.ge