პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთმანეთს უნდა დაურეკონ

   როგორც ანალიტიკოსი და როგორც საქართველოს მოქალაქე, არ მივცემ თავს უფლებას, სამართლებრივად შევაფასო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოვლენები. არსებობს უცხოელი ექსპერტების მრავალი ვერსია, რომლებსაც შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. ყველა ცალკეულ ინციდენტზე, დაწყებული გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ავიახაზების ლაინერის ტრაგედიიდან დაწყებული, მოსკოვსა და ბაქოში მიმდინარე დაკავებებამდე, მიუკერძოებელი დასკვნების გაკეთება, მათი ტენდენციური თანმიმდევრობით განლაგება და პერსპექტივაში ინტერპრეტაცია ჩემი მხრიდან იქნებოდა არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო.

   მოვლენებს განვიხილავ არა „ზემოდან“ ან „გვერდიდან“, არამედ გავუსწორებ თვალს, როგორც კავკასიელი, რომელიც გაიზარდა მრავალეროვან საქართველოში, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული ათასი აზერბაიჯანელი, როგორც კომპაქტურად, ქვემო ქართლის რეგიონში, ისე არაკომპაქტურად; როგორც ქართველი, აღზრდილი ძმური სიყვარულის ტრადიციებსა და სიყვარულის ატმოსფეროში აზერბაიჯანელებთან, რუსებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ხალხთან, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ და მხარდამხარ იბრძოდნენ დიდ სამამულო ომში.

   სწორედ ამ პოზიციიდან ჩემ თვალწინ სრულიად განსხვავებული სურათი იშლება. დარწმუნებული ვარ, რომ „ვიღაცას“ ძალიან უნდა რუსებსა და აზერბაიჯანელებს შორის კონფლიქტი და ამ „ვიღაცას“ ხელს უწყობენ უცხოური გავლენის აგენტები მოსკოვსა და ბაქოში.

ჩნდება შეკითხვა: ხომ არ არის ეს ყველაფერი რუსეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების ღალატი, ხომ არ წარმოადგენს ეს ყველა მოვლენა მიზანმიმართულ პროვოკაციას?

   ეს მახსენებს 2006 წლის მოვლენებს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კრიზისის დროს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ პროვოცირებული ჯაშუშური სკანდალის პირობებში, მოხდა საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით „ИЛ-76“, რომლებიც ადამიანთა გადასაყვანად გამოუსადეგარია. მახსოვს, რომ მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ სამარცხვინო ფაქტის გამო თავისივე რუსი ჩინოვნიკები სასტიკად გააკრიტიკა: აიძულე სულელი ღმერთს ევედროს და შუბლსაც გაიტეხს!“.

არადა, ახლახან, გასული წლის აგვისტოში, გაიმართა პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ბაქოში, სადაც მას, არაფორმალურ, ოჯახურ გარემოში, მასპინძლობდნენ პრეზიდენტი ალიევი მეუღლესთან ერთად. ასევე, ოჯახურ გარემოში, ამა წლის მაისში, ცოლ-ქმარმა ალიევებმა უმასპინძლეს ბაქოში ვიზიტად ჩასულ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, რომელმაც ქალბატონ მეჰრიბანს გადასცა წმინდა მოციქულთასწორი თავადი ოლღას I ხარისხის ორდენი „საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისა და კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებისთვის“.

ამიტომ, ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ პრეზიდენტებპუტინსა და ალიევდღეს, ამ საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, არ შეუძლიათ ერთმანეთს დაურეკონ და ამ ინციდენტებზე კაცურად ისაუბრონ. სამაგიეროდ, ამ შემთხვევით მაშინვე ისარგებლა და პუტინს დაურეკა აზერბაიჯანის არამოყვარემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა – პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში!

   უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანში რუსული დიასპორა დიდი ხნის ტრადიციების მქონეა, ეს 100 ათასზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებსაც განვითარებისთვის ყველა პირობა აქვთ, დაწყებული რუსულენოვანი განათლებიდან, დამთავრებული რუსულენოვანი მედიით. ხოლო რუსეთში უზარმაზარი აზერბაიჯანული დიასპორა, დაახლოებით ნახევარი მილიონი რფ-ის მოქალაქე, ღირსეულ ადგილს იკავებს რუსულ საზოგადოებაში. ამიტომ, არ მინდა დავუშვა თუნდაც ერთი პროცენტის ალბათობა რუსეთ-აზერბაიჯანის ეთნიკურ-ეროვნული კონფლიქტისა.

   აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ტონს აძლევს რეგიონს და რომელსაც ეფუძნება რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი კასპიისპირეთში, რომელზეც გადის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ დასავლეთის მარშრუტი. აზერბაიჯანი საქართველოსთვის მაგალითია, როგორც ქვეყანა, რომელმა დროულად შეწყვიტა უცხოური გავლენის აგენტების – დასავლური ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ფარფაში. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა სამართლიანად აღნიშნა, საქართველოს ამ მხრივ ოდნავ დაგვიანდა და ახლა ცდილობს დაკარგული დროის ანაზღაურებას ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების, ქართული კულტურისა და ტრადიციების დასაცავად. ხოლო პოლიტიკოსებისა და დიპლომატების შეცდომებს, როგორც ცნობილია, შემდეგ სამხედროები ასწორებენ…

   აშკარად, ვიღაც ლამობს უბიძგოს აზერბაიჯანისეთი ნაბიჯებისკენ, რისგანაც საქართველომ თავი შეიკავა – რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება და მის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა უკრაინის დასახმარებლად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბაქოსა და მოსკოვში უნდა დაეყრდნონ რეალიებს, რომელსაც მეტად შეესაბამება თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანის მიერ შემოთავაზებული „კავკასიური პლატფორმა 3+3“-ს, ვიდრე აზერბაიჯანის ინტეგრაცია ევროკავშირსა ან ნატოში. აზერბაიჯანის ტრადიციული პარტნიორები უფრო სანდო რიან, ვიდრე ახალი „მეგობრები“, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, რომელთა ხელისუფლებები აზერბაიჯანის ხარჯზე ცდილობენ თავიანთი კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

აზერბაიჯანის ბრწყინვალე პერსპექტივები, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაორმაგდა, სომხეთისა და საქართველოს გავლით ტრანსპორტისა და ენერგოტრანზიტის თვალსაზრისით გახსნილი შესაძლებლობები, ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ შედის, არ უნდა შედიოდეს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან კოლიზიაში რეგიონში, რუსეთი მხოლოდ უნდა ესალმებოდეს მათ. ერთ-ერთი მაგალითია რუსეთის მზადყოფნა, გარდაქმნას თურქეთი ენერგეტიკულ ჰაბად, მისთვის საკუთარი წილი ნახშირწყალბადების მიწოდებითაც.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 2 ივლისი
საქართველო, თბილისი