პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, საქმე გვაქვს ერთ რამესთან, ჩვენი ხელისუფლება, დიდი ხანია, ვიბრძვით, რომ ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სწორედ ამას უპირისპირდება მმართველი პარტია.

სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვხედავთ, რა მოძრაობებია საქართველოში – არაღიარება სახელმწიფო ინსტიტუტების, არაღიარება დემოკრატიული პროცესების, არჩევნების, ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.