პუბლიკაციები
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი სამიტი 2026 წლის ივლისში თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ჰააგაში, ნატო-ს ბოლო სამიტზე თურქეთმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვითი ინდუსტრიის პროდუქციის ვაჭრობის ხელშეწყობასა და ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე.
„2026 წლის ივლისში თურქეთი უმასპინძლებს ნატო-ს სამიტს. ნატო-ს ლიდერებს ვუმასპინძლებთ ჩვენს დედაქალაქ ანკარაში და შევქმნით საფუძველს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა მან.
მანამდე თურქული მედია წერდა, რომ სამიტი, სავარაუდოდ, სტამბოლში გაიმართებოდა.