პუბლიკაციები
ღაზაში, კაფეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ღაზას პორტთან ახლოს მდებარე კაფეზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორმა, დოქტორმა მოჰამედ აბუ სილმიამ განაცხადა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ინციდენტი „განხილვის პროცესშია“.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზას სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ტერორისტი დაბომბეს. დარტყმამდე გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო მეთვალყურეობის გამოყენებით ზიანის რისკის შესამცირებლად“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

CNN-ის ინფორმაციით, ალ-ბაქას კაფე ცნობილი ადგილი იყო სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის.