პუბლიკაციები
ეკლესია - პრემიერი ფაშინიანის, პრემიერი კი პატრიარქი გარეგინ მეორის გადადგომას ითხოვს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. სომხეთში დაძაბულობა პიკს აღწევს, ხალხი ქუჩაშია. ეკლესია - პრემიერი ფაშინიანის, პრემიერი კი პატრიარქი გარეგინ მეორის გადადგომას ითხოვს. საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე პოლიტიკურ კრიზისში იზრდება.

საპროტესტო გამოსვლებს სათავეში სამღვდელოება უდგას. მთავრობა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სახელმწიფოს გადატრიალებაში ადანაშაულებს.

დაკავებულ სასულიერო პირთა რიცხვი იზრდება. სპეცოპერაციების შედეგად მღვდლების სახლებიდან და ეკლესიებიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები. საპატრიარქო მიმდინარე პროცესს დევნად აფასებს.