აქტუალური
თბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით მყოფი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა. სტავრიდისმა ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული დანაყოფები აქტიურად და ღირსეულად მონაწილეობენ და ამას ალიანსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.