საზოგადოება
თინა ბოკუჩავა, საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შეხვედრა დიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივ ფორმატში ისაუბრეს ხვალინდელ დებატებზე საქართველოს შესახებ. მათ ასევე განიხილეს ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციების აუცილებლობა ივანიშვილზე, მის პროპაგანდისტებზე, განსაკუთრებით „იმედის“ მფლობელ რუხაძეზე და ძალადობრივი რეჟიმის სხვა წარმომადგენლებზე“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.