პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პოლიტიკოსები და თაღლითები

   რატომ არიან სტალინი, პუტინი და ტრამპი პოლიტიკოსები, ხოლო სააკაშვილი, ზელენსკი და ნეთანიაჰუ - თაღლითები

თბილისში ორი კვირაა ზედიზედ ქარი ქრის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ამინდი ხელს მიწყობდა სახლში გამოვკეტილიყავი და არ მეპასუხა უწყვეტ ზარებზე - ჟურნალისტებს ექსკლუზივი სწყუროდათ - აქაოდა, კვალავაც რატომ გამართლდა თქვენი პროგნოზი? ვინძლო კრემლსა და თეთრ სახლთან პირდაპირი სატელეფონო კავშირი გაქვთ?!

ალბათ ძლიერი ქარის გამო ზოგიერთი ქართველი და რუსი „მოღვაწეების“ განცხადებები ლენინის ლოზუნგებს წააგავდა, რომლებიც მან 1917 წელს პეტროგრადში ჩასვლისას ამერიკული ორთქლმავლის H2-293 პლატფორმიდან წარმოთქვა. ძლიერი ქარი ვლადიმერ ილიჩის პალტოს კალთებს აფრიალებდა, კიდევ კარგი რევოლუციის ბელადს ქუდი ეხურა...

„ტრამპი ჩვეულებრივი ამერიკელი იმპერიალისტია, რომელმაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყო! რუსეთი, ჩინეთი და აღმოსავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვულ იარაღს გადასცემენ და ისრაელი ზღვაში ჩაინთქმება, გადარჩენილებს კი უკრაინაში გადაასახლებენ!“ - ბაძავდნენ ჟირინოვსკის ბედოვლათი ანალისტები, რომლებსაც თავიანთი „ვინდოუსი“ დიდი სამამულო ომიდან მოყოლებული არ „განუახლებიათ“... ანალიტიკური აზროვნების ელემენტარული უნარების არსებობის შემთხვევაში კი შეამჩნევდნენ, რომ სტალინი ნამდვილი პოლიტიკოსი იყო, რომელიც მათსავით კი არ ბაქიბუქობდა, არამედ ძუნწი სიტყვით მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რომლებიც დიდად გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ თავისი დიპლომატიით აიძულა ამ უკანასკნელებს, ფაშისტებთან საიდუმლო შეთქმულებაზე უარი ეთქვათ, საბჭოთა კავშირის მოკავშირეები გამხდარიყვნენ და მეორე ფრონტი გაეხსნათ (რაც რუზველტისა და ჩერჩილის თავდაპირველ გეგმებში საერთოდ არ შედიოდა).

 ასწ რომ, ყველაფერი ჩემს მიერ 22 ივნისს, ზუსტად 4 საათზე გაჟღერებული პროგნოზის მიხედვით წარიმართა, მაგალითად - ვწერ, რომ არავითარი მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, რადგან ის არავის სჭირდება - არც ტრამპს, არც პუტინს, არც ირანს. ასევე იმიტომ, რომ ტრამპი და პუტინი მეტისმეტად აფასებენ მათ შორის ჩამოყალიბებულ საქმიან, ნდობით აღსავსე ურთიერთობებს, რომ ისინი ეჭვქვეშ დააყენონ ირანისა და ისრაელის გამოც კი. რომ ტრამპმა და სი ძინპინმა კარგად იციან აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების ფასი და ერთმანეთს პატივს სცემენ, ამიტომ ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი და ყველა სხვა ქვეყანა ირანს იარაღით არ დაეხმარება, თუმცა ირანს იარაღი. არავის სურს ტყუილუბრალოდ სიკვდილი, როგორც ზომბირებულ უკრაინელებს, რომლებმაც ომზე უარესი - ქვეყანა წააგეს!

   ირანს შეეძლო თავიდან აეცილებინა ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგები, თუ მანამდე უარს არ ტყოდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებზე - ისევე, როგორც სომხეთს შეეძლო თავიდან აეცილებინა აზერბაიჯანთან ბოლო ომი და ყველაფერი მსხვერპლოდ მოეგვარებინა, ფაშინიანს რომ კატეგორიულად არ უგულებელეყო მოსკოვის მიერ შეთავაზებულ დახმარება.

   ტრამპმა ირანის დაბომბვას უზარმაზარი სამხედრო წარმატება უწოდა, რადგან დიდი ხელოვნებაა ბომბების ისე დაშენა, რომ კლდეების გარდა არაფერი დაზიანდეს, დანაპირებზე ორჯერ ნაკლების ჩამოგდება და თან ამისთვის ისრაელელების მადლიერების დამსახურება! საიდუმლოს გაგიმხელთ - ისრაელში არასდროს ჰყვარებიათ აშშ და გამუდმებით ბუზღუნებდნენ - აქაოდა, ამერიკელებიმათ ცუდად იცავენ და მხოლოდ საკუთარი მიზნები აღელვებთ ახლო აღმოსავლეთშიო! მაგრამ ამერიკელებზე მეტად უკრაინელები სძულთ - იმის გამო, რომ ამერიკამ უკრაინას მიაწოდა იარაღი, რომელიც, მათი აზრით, ისრაელისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც ნათქვამია ზემოთ ხსენებულ 22 ივნისის სტატიაში, „საჩუქრები პუტინისთვის“, ნეთანიაჰუს, ისევე როგორც სააკაშვილს - 2008 წელს და ზელენსკის - 2021 წელს, სურდა „ბრიყვი ამერიკელების“ ავანტიურაში ჩათრევა, რათა არნახული კორუფციისთვის ციხეში არ ამოეყო თავი, მაგრამ ამერიკა ომში არ ჩაერთო, მხოლოდ იარაღით მიეხმარა. თაღლითები ზელენსკი და ნეთანიაჰუ თავს აუცილებლად ციხეში ამოყოფენ, ისევე როგორც თაღლითმა სააკაშვილმა ვერ აიცილა სატუსაღო თავიდან, თუმცა 2008 წლის აგვისტოში მისგანაც HEROS ქმნიდნენ...

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის “ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 24 ივნისი
საქართველო, თბილისი

   P.S.

საღამოსკენ თბილისში ქარი ჩაცხრა, ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდა და ყველა დასაძინებლად წავიდა.