სამართალი
საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია.
მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე უყარეს კენჭი. გიორგი გვარაკიძეს მხარი დაუჭირა 83 დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო.
გიორგი გვარაკიძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მოუსმინეს. მან პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით 18 ივნისს აირჩია.