სამართალი
თბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. სამაშველო ოპერაცია გუშინ მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა. დაკარგული ახალგაზრდის ძებნა საღამოს ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა, დღეს დილიდან კი ისევ განახლდა.
მოყვარულ მთამსვლელთა ორი 6-კაციანი ჯგუფი მწვერვალ გორზე იყო ასული, 30 წლის მთამსვლელმა ნისლში მარტო დაშვება გადაწყვიტა. მას შემდეგ, უკვე სამი დღეა, ის აღარავის უნახავს. მწვერვალი 4 200-მეტრიანია, თუმცა რთულ მარშრუტად არ ითვლება. დაკარგულის მეგობრები ამბობენ, რომ მთამსვლელი გზას კარგად იცნობდა და გამყოლის გარეშე იქ ხშირად ადიოდა.