საზოგადოება
სოხუმში საპრეზიდენტო არჩევნების საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

journalist_at_workთბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. სოხუმში დღეს საინფორმაციო ცენტრი „საპრეზიდენტო არჩევნები – 2011“ გაიხსნება, – იტყობინება სააგენტო „აპსნი პრესი“.

ცენტრი მედიასაშუალებების, საარჩევნო პროცესის მონაწილეების, დამკვირვებლებისა და უცხოელი სტუმრებისთვის იმუშავებს.

დღესვე, ცენტრის პრეზენტაციის შემდეგ, პრესკონფერენციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ათალ ტაბაღუა გამართავს. საინფორმაციო ცენტრი სოხუმში სახაროვის ქუჩაზე განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოსთვის არის დანიშნული. კენჭს მოქმედი პრემიერი სერგეი შამბა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიან.

აფხაზეთისს ხელისუფლების ინფორმაციით, არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასვლას 80-მდე ადამიანი გეგმავს.