სამართალი
ბანანის რესპუბლიკიდან სატელეფონო მართლმსაჯულებამდე

yruashviliთბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, „სულ ცოტა ხნის წინათ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან „სატელეფონო მართლმსაჯულების“ განხორციელებისა და რამდენადაც საოცარი უნდა იყოს სახელმწიფო „ხერხემლად“ წოდებულიც ისმინება. „ის, რომ რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს სახელმწიფოებრივი ინტერესი მეორე ქვეყნის პირველი პირების საუბრის მოსმენისა, სულაც არაა გასკვირი, საოცარი ისაა, რომ ეს ფაქტი არ აღელვებთ „მოსმენილებს“. ჩანაწერები, რომლებიც „copoka.net“-მა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გაავრცელა, პირველი არაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, ამგვარი ჩანაწერები შარშანაც გავრცელდა იმავე ვებგვერდის მიერ. პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ გულისყურით ადევნებს თვალყურს ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, სადაც იკვეთება აშკარა დანაშაულებრივი ქმედებები ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში დასჯადია. რადგან საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულობასთან მწყრალადაა, არც არის გასაკვირი, რომ „სატელეფონო მართლმსაჯულება“ მოდურ მიდგომად იქცა სამეულისთვის“, – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი გია ყრუაშვილი.

მისივე თქმით,  საზოგადოება ხშირად გამხდარა მოწმე სხვადასხვა ოპოზიციური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ფარული ჩანაწერებისა, სადაც აშკარად იკვეთებოდა ხელისუფლების, კონკრეტულად კი, შს სამინისტროს ტექნიკუი შესაძლებლობათა მონტაჟური მიღწევები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ბარიერად არ ქცეულა სხვადასხვა „თავისუფალი მედიაკომპანიისათვის“ და კვირის მთავარ თემებად უქცევიათ, რაც მიუთითებს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტზე“.

„ჩვენ, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“, მოვითხოვთ, აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრას სს საქმე, დაიწყოს სასწრაფო გამოძიება, ჩანაწერს ჩაუტარდეს  ექსპერტიზა და მოხდეს საუბრის მონაწილე პირთა იდენტიფიკაცია“, – დასძენს ყრუაშვილი.