ნარიყალას დასუფთავების აქცია
თბილისი, 25 აგვისტო,
საქინფორმი. როგორც „მოხალისეთა ქარავნის“ პრესსამსახური
საქინფორმს ატყობინებს, „დრონის“ ინიციატივით ეწყობა ნარიყალას დასუფთავების აქცია. საქართველოში მოხალისეობის პოპულარიზების მიზნით, 2011 წელს ევროკავშირში მოხალისეობის წლის აღსანიშნავად ევროპელი მოხალისეები ქართველ მოხალისეებთან ერთად თვის ბოლოს გეგმავენ ნარიყალას ციხის ნაგვისგან გაწმენდას. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ნარიყალას ციხე ნაგავსაყრელად არის ქცეული, ამიტომ ისინი მოუწოდებენ ქართველ მოხალისეებს, 2011 წლის 29 აგვისტოს, 13:00 საათზე, შეიკრიბონ ალიევის სახელობის მოედანზე და შეუერთდნენ „დრონის“ მოხალისეებს ამ კეთილშობილურ საქმეში.
„გავუფრთხილდეთ ეროვნულ და კულტურულ მემკვიდრეობას. თბილისის ნარიყალას ციხე ნაგავსაყრელად არის ქცეული! მოდი! შეიტანე შენი წვლილი სამყაროს გაუმჯობესებაში!“ – ნათქვამია გზავნილში.