საზოგადოება
„როგორც საკრებულოს წევრმა, მოქალაქეებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „საფინანსო-საკრედიტო ბიურო“. ეს ორგანიზაცია 1999-2002 წლების წყლის დავალიანებას ითხოვს. ამ პერიოდში სასმელი წყალი იყო უფასო და, შესაბამისად, დავალიანება არავის ჰქონდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს შესაბამისი გამაფრთხილებელი დოკუმენტაციაც წარუდგინა.
აბაშიძე შეეცადა, თავად ბიუროს ხელმძღვანელობისთვის ეთხოვა საქმის ვითარებაში გარკვევა, თუმცა შენობის ეზოში მას მხოლოდ დაცვის წევრი დახვდა, რომელმაც საკრებულოს წარმომადგენელს აცნობა, რომ „ხელმძღვანელობა გასვენებაშია წასული და ამ დროისთვის ადგილზე კომპეტენტური პირი არ იმყოფება“.
დაცვის წევრისგან მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ საფინანსო-საკრედიტო ბიურო კერძო ორგანიზაციაა და მას სპეცრაზმის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.