საზოგადოება
აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ირანის დატოვება შეძლონ

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, რათა უცხოელმა მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ასტარას საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველმა ჯგუფმა უკვე გადაკვეთა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 86 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ამჟამად აზერბაიჯანშია ევაკუირებული. ისინი ძირითადად ჩაიკოვსკის სიმფონიური ორკესტრის წევრები არიან.

ევაკუირებულთა შორისაა ყაზახეთის ექვსი მოქალაქე.