აქტუალური
თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. როგორც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოფიციალური თბილისი ყველანაირად ეწინააღმდეგება საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ჩასვლას. საგარეო ურთიერთობათა უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო თავისი საელჩოების საშუალებით სხვადასხვა ქვეყნის საგრეო საქმეთა სამინისტროებში აგზავნის საპროტესტო ნოტებს მოწოდებით, გააკეთონ ყველაფერი შესაძლებელი იმისათვის, რომ არ იქნეს დაშვებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პარლამენტის იმ დეპუტატებისა და საზოგადო მოღვაწეების შესვლა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა სტატუსით არიან მიწვეულნი.