საზოგადოება
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. თბილისის მერობას ვაპირებ და დაგამარცხებთ ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა, თავად დარჩეს თბილისის მერობის კანდიდატად.
„მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ. ყველა რადიკალურ დაჯგუფებას, ვინც ხართ, დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მიგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე აბსოლუტურად უალტერნატივოა.