სამართალი
ალეხანდრო ჰაჟდენბერგი: მივესალმებით ეროვნულ ბანკში საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსებასა და პრეზიდენტის დანიშვნას

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსებისა და პრეზიდენტის დანიშვნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ერთობლივი ბრიფინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, საქართველოში სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე და ამ მხრივ სავალუტო ფონდის მისიამ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან 2025 წლის მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა.