პოლიტიკა
თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ წარმომადგენლები განმარტავენ, საპროტესტო აქციები თურქეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში გაიმართება და მათ მხარს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობა დაუჭერენ.
„გამოსვლების მთავარი მიზანია, მსოფლიო თანამეგობრობას ვაცნობოთ, რა ჩაიდინა 2011 წლის 26 მაისს „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დღევანდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა. ევროპის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იქნება – „ევროპაში ახალი დიქტატორია და შორს ჩვენგან“, – აცხადებენ ემიგრანტები.მათივე თქმით, საქართველოში ამ აქციებს მხარდაჭერას ახალგაზრდული ორგანიზაცია „ივერიელები“ და მოძრაობა „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთა უცხადებენ, რომლებიც პარალელურ რეჟიმში აქციებს ემიგრანტებისა და ევროპული არასამთავრობოების მხარდასაჭერად გამართვენ.
ორგანიზაციაში აქციების თარიღებს ჯერჯერობით არ ასახელებენ, რათა, მათივე განმარტებით, „ქართული საელჩოსა და საკონსულოს მხრიდან ქართველ ემიგრანტებზე ზეწოლა არ მოხდეს“.