სამართალი
ევროკავშირის წარმომადგენლობა: ხელისუფლებამ ვანდერბრუკის ინციდენტზე ბოდიში მოიხადა და მის დაბრუნებას მიესალმება

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოიბოდიშა და დაადასტურა, რომ დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას მიესალმებიან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია ადასტურებს, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს უფლება არ მისცეს, თბილისის აეროპორტში შემოსულიყო. ევროკავშირის დელეგაციის აკრედიტებული წევრისთვის შემოსვლაზე უარი ეწინააღმდეგება ვენის კონვენციით განსაზღვრულ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა პატივისცემა საქართველოს ვალდებულებით აქვს აღებული. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა ამ დამამცირებელი ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ მიესალმებიან დელეგაციის წევრის სამუშაო პოზიციაზე დაბრუნებას“, – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.