რელიგია
ლიკანში საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენცია აშენდება

likaniთბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას ინფორმაციით, ლიკანში დღეს საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მეუფის თქმით, უკვე 16 წელია, ბორჯომის მრევლი ამ მშენებლობის დაწყებას ელოდება, საეპისკოპოსო რეზიდენცია 2-ოთახიან ძველ სახლშია განთავსებული და, შესაბამისად, არ არსებობდა შესაძლებლობა, პატრიარქისა და უცხოეთიდან ჩამოსული მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის ემასპინძლათ.

„საპატრიარქო და საეპისკოპოსო რეზიდენცია ბორჯომის მრევლის მიერ გაღებული მცირე შემოწირულობებით შენდება. შენობა 3-სართულიანი იქნება, საიდანაც ერთი სართული საპატრიარქო რეზიდენციას დაეთმობა, ერთი ოთახი – სტუმრებისთვის, კერძოდ, პატრიარქებისთვის იქნება გამოყოფილი. მშენებლობა, სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში დასრულდება. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, პატრიარქისა და მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გვემასპინძლა. შენობა ნესტიანიც იყო და ექიმები იქ ცხოვრებას არ მირჩევდნენ. ეს მთელმა ბორჯომმა იცის“, – აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.