საზოგადოება
საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია გრძელდება

valistvisთბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 4 182 276 000 აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,7%-ით მეტია. საგარეო ვალის მოცულობა 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 464 795 000 აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის მაისში – 4 176 172 000 აშშ დოლარს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის 30 ივნისისთვის საქართველოს ორმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის ნაშთი 610,349 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალი 564,75 მლნ აშშ დოლარია.

2011 წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად 85 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს, რაც საგრძნობლად გაზრდის სახელმწიფო ვალს.