აქტუალური
რობერტ სტურუა „Et Cetera“-ში მუშაობას დათანხმდა?!

sturuaa4თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. რუსული გამოცემა „ნოვიე იზვესტიას“ ინფორმაციით, ქართველი რეჟისორი, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა საქმიანობის გაგრძელებას მოსკოვის ალექსანდრ კალიაგინის თეატრ „Et Cetera“-ში გეგმავს.

გამოცემის ცნობით, სტურუა თეატრში მოწვეული მთავარი რეჟისორი იქნება. „მე ორი-სამი კვირა ვითხოვე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მაინტერესებს, რამდენად თავისუფალი ვიქნები სულიერად“, – განაცხადა ქართველმა რეჟისორმა. მანამადე რობერტ სტურუამ აღნიშნულ თეატრში სამი სპექტაკლი დადგა, რომელთა პრემიერა გასულ სეზონზე შედგა.

„ნოვიე იზვესტიას“ ინფორმაციით, სტურუას გათავისუფლების შემდეგ, თანამშრომლობა რეჟისორს მოსკოვის რამდენიმე თეატრმა შესთავაზა, მათ შორის, „სოვრემენიკმა“, ტაგანკის თეატრმა და სხვებმა.

რობერტ სტურუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კი თავის გვერდზე წერს, რომ შემოთავაზებულ წინდადებებზე დათანხმებას არ ჩქარობს და არც თბილისიდან წასვლას აპირებს.