საზოგადოება
„ხელოვნება ხელოვნებაა, საქმე საქმეა, პოლიტიკური გააზრება სულ სხვაა. იმსჯელეთ, ბატონო, პოლიტიკურ მოსაზრებაზე, იმაზე, სწორია თუ არა ის, მაგრამ ხელოვნება აქ არაფერ შუაშია“, – აღნიშნა რამაზ ჩხიკვაძემ. მისივე თქმით, დასანანია, რომ რეჟისორს არ აკმარეს კრიტიკის ქარცეცხლში გატარება და მის ამდენი ხნის ნაღვაწსაც ხაზი გადაუსვეს, რადგან მსოფლიო კულტურის წარმომადგენლები სტურუას დიდ მაესტროთა შორის ასახელებენ.
„ქართველ ხალხს მივმართავ, არ დაიჯერონ ნათქვამი, თითქოს რობერტს არაფერი გაუკეთებია. თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს ნანახი მისი თუნდაც ერთი სპექტაკლი, ის არ დაიჯერებს იმას, თითქოს მისი შემოქმედება არ ვარგა“, – ამბობს ჩხიკვაძე და უერთდება რუსთაველის თეატრის ახალი და ძველი თაობების მიმართვას, რომლებიც რობერტ სტურუას თეატრში დაბრუნებას მოითხოვენ.