პოლიტიკა
ვაშაძის შეხვედრა მსო-ს ხელმძღვანელთან

pascal_lemyთბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ზალცბურგში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) გენერალურ დირექტორ პასკალ ლემის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის დროს, რომელიც საერთაშორისო კონფერენცია – „Salzburg Trilogue 2011“-ის ფარგლებში გაიმართა, ვაშაძემ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე იმსჯელა.

თბილისსა და მოსკოვს შორის მსო-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.