საზოგადოება
„ჯანმრთელობის დაცვის უსისტემობის შემდგომ „განმტკიცებას“ ემსახურება ოჯახის ექიმის, ბავშვთა, პენსიონერთა და ა.შ. ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრადიციული, პოლიკლინიკური ქსელის დანგრევა. საზოგადოებისათვის უცნობია, პრივატიზებული პოლიკლინიკური ქსელი რა პირობებით, რა ფასებში მოემსახურება დედაქალაქის ათეულობით ათას ადამიანს პირველადი ჯანდაცვის პროგრამებით, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება სადაზღვევო კომპანიებსა და პრივატიზებულ პოლიკლინიკურ ქსელს შორის, რა გარანტიები არსებობს პრივატიზებულ პოლიკლინიკებში სამედიცინო პერსონალის დასაქმებისათვის და რატომ არის უცნობი საზოგადოებისათვის, თუ ვინ ყიდულობს პოლიკლინიკებს, აქვთ თუ არა მათ ამ სფეროს მენეჯმენტის გამოცდილება“, – აცხადებს დოლიძე.
„თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად მოითხოვენ, მერიამ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს პოლიკლინიკური ქსელის პრივატიზებისა და მისი შემდგომი განვითარების პროგრამა. „მოვითხოვთ, პროგრამა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით, რათა თავიდან ავიცილოთ მერიის წარმომადგენელთა ტრადიციად ქცეული სიტყვიერი ბუნდოვანი კომენტარები“, – აღნიშნავს ოპოზიციის წარმომადგენელი.