აქტუალური
კომერციული ბანკების მომგებიანობა იზრდება

bankebistvis2თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საბანკო სექტორის მოგებამ 152 მილიონ 600 ათას ლარს გადააჭარბა. ივნისში საბანკო სექტორის მთლიანი მოგება 120 მილიონ ლარამდე იყო. გაიზარდა ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობაც. ივლისის მონაცემებით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 7 მილიარდ ხუთ მილიონ ლარამდეა, ხოლო ივნისში 6 მილიარდ 900 მილიონი იყო.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ივლისის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ბოლო თვეებში მისი მოცულობა იზრდებოდა. კრედიტინფოს მონაცემებით, ივნისში ვადაგადაცილებული სესხების ჩანაწერების რაოდენობა ერთბაშად 36 ათასით გაიზარდა და 232 ათასი შეადგინა. აპრილ-მაისში ყოველთვიური ზრდა 10-დან 11 ათასის ფარგლებში მერყეობდა.