რელიგია
რომის პაპი ლეო XIV: დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და მოგვიწოდებს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლება

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. რომის პაპი ლეო XIV დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.

რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.

მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა სიტყვების ომს“, – თქვა ლეო XIV-მ.

მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგებლობით.