უცხოეთი
უკრაინის რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. უკრაინის რადამ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ იყო.

აშშ-მა და უკრაინამ სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივად მოპოვებისა და უკრაინის აღსადგენად საინვესტიციო ფონდის შესაქმნელად შეთანხმებას 30 აპრილს მოაწერეს ხელი. ფონდის საშუალებით მოხდება თანხების მობილიზება ათვისებული ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და უკრაინის სხვა აქტივების გამოყენებით მიღებული შემოსავლიდან.

ამასთან, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება, რომელსაც ვაშინგტონი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უზრუნველყოფს, ჩაითვლება როგორც ინვესტიცია ფონდში.

1tv.ge