რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოებას იყენებს

   ტრამპი „ტრაპიდან დაეშვა“

   100 დღის შემდეგ დონალდ ტრამპი თითქოსდა „ტრაპიდან დაეშვა“ მიწაზე — აღიარა, რომ ვერ შეძლო რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება, რისი ერთ დღეში გაკეთების პირობაც დადო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობისას. დღეს ტრამპს სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ღირსებად მიითვალოს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც პუტინმა თავისი ინიციატივით ცალმხრივად გამოაცხადა დიადი გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით (რომელიც უკრაინამ ჩაშალა).

   თუმცა, ტრამპის წყალობით გარკვეული ცვლილებები მაინც მოხდა — ვაშინგტონი, მართალია აგრძელებს კიევის სამხედრო დახმარებას, მაგრამ თანდათან გადაჰყავს ამერიკული დახმარება წმინდად კომერციულ საფუძველზე. „მომგებიანი გარიგება“ — ტრამპი კვლავაც აზროვნებს ბიზნესისთვის დამახასიათებელი კატეგორიებით. შედეგად, ამერიკა უკრაინის სტრატეგიულ ეკონომიკურ პარტნიორად იქცა, რამაც გამოიწვია ვაშინგტონის დაახლოება კიევთან და, შესაბამისად, მოსკოვისგან დაშორება.

ტრამპის ეგოცენტრიზმი და გატაცება გარეგნული ეფექტებით, გარდაუვლად დააბრუნებს აშშ-ს რუსეთთან დაპირისპირების რეჟიმში, როგორც ეს ბაიდენის პრეზიდენტობისას ხდებოდა. და შესაძლოა - უარესადაც, ვინაიდან აშშ-ს მოუწევს რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიების დაცვა, რომლებიც ამიერიდან ამერიკული ეკონომიკური ინტერესების ზონად ითვლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადა მთლიანობაში პირველის გამეორება იქნება — ხმაურიანი დაპირებები „დიმინუენდო“ შეწყდება და დასრულდება ახალი ანტირუსული სანქციებით. აი მაშინ ყველას გაახსენდება პუტინის სიტყვები — რომ ბაიდენის კანდიდატურა რუსეთისთვის უპირატესია...

   რაც შეეხება ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს, რომლებიც დღეს აშშ-ის მოქმედებებისგან დამოუკიდებლად აგრძელებენ უკრაინის დახმარების ზრდას, ისინი აუწერელი სიხარულით მიესალმებიან ვაშინგტონისა და მოსკოვის უშედეგო დიალოგის დასრულებას და მადლობის ნიშნად კვლავაც მიაგებენ აშშ-ს უდიდეს პატივისცემას. ამით კი უკრაინის მხარდამჭერი დასავლეთის ფლანგზე წარმოშობილი ბზარი დაძლეულია — დასავლეთი გაერთიანებულია, შოუ დასრულებულია (ფარდა. დარბაზში ინთება შუქი, ცრემლიანი მაყურებლები ერთმანეთს ხვევიან. ფოიეში არიგებენ წითელ კეპებს წარწერით: „TRUMP. Make America Great Again“).

 

„DEEP STATE“ — 21-ე საუკუნის ნაციზმი

   ყველას, ვინც დღეს ცუდად არის განწყობილი რუსეთისა და საქართველოს მიმართ — და ეს აშშ-ის თითქმის მთელ კონგრესს, ევროპარლამენტს, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბალტიისპირეთის, ნიდერლანდებისა და სხვა ევროპული ქვეყნების - ევროკავშირის წევრების ხელისუფლებებს მოიცავს — მოდურად უწოდებენ „Deep State“-ს, მაშინ როცა სინამდვილეში ისინი არიან ნეონაცისტები. სტალინის გაკვეთილი მხოლოდ 80 წელს ეყოთ, ახლა კი გადაწყვიტეს, კვლავ სცადონ რუსეთის განადგურება, რის შემდეგაც სხვების ჯერიც დადგება. ეს ეხება, სამწუხაროდ, უკრაინასაც, რადგანაც დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის 20 მილიონი თავშეწირული მოქალაქიდან ნახევარი უკრაინიდან იყო, ხოლო დღეს აღმოჩნდა, რომ უკრაინელების ნახევარი კვლავ ბანდერელებად — ნაცისტებად დარჩა...

   ამ მდგომარეობიდან ორი გამოსავალი არსებობს, ორივე სტალინმა გამოიყენა. პირველი — კომინტერნი და „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“, რაც ნიშნავს დასავლეთის ქვეყნების მშრომელთა გაერთიანების ხელშეწყობას და ინტერნაციონალიზმის პროპაგანდას, მანამ, სანამ ისინი თავად არ დაამხობენ თავიანთ ნაცისტურ მთავრობებს. მეორე — ნაციზმის განადგურება სამხედრო მეთოდით, თუმცა XXI საუკუნეში ომი ბირთვული იარაღის გამოყენებას ნიშნავს, რაც არასასურველია. ისედაც, თუნდაც მოსკოვი გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ჩვენ უკვე გვაქვს ისრაელის ომი და ინდოეთსა და პაკისტანს შორის ახალი კონფლიქტი გაუთვალისწინებელი შედეგებით.

 

საქართველო — კომფორტის ზონაში. დიდხანს?

   საქართველო ოსტატურად იყენებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უთანხმოებას თავის სასარგებლოდ და ამიტომაც, მიუხედავად ამერიკისა და ევროპის პარლამენტების მიერ მიღებული ანტიქართული რეზოლუციებისა და სანქციებისა, დღეს კომფორტის ზონაშია — ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით იზრდება, იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა იმატებს, ტურიზმიდან და ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი ბიუჯეტს ავსებს. ფაქტობრივად, საქართველო ახლოს არის იმ პოლიტიკურ და სამხედრო ნეიტრალიტეტთან, რომელსაც მისთვის აზრი ჰქონდა სსრკ-ის დაშლის შემდეგ და 2008 წლის 7 აგვისტომდე.

თუმცა ბალანსირება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. საქართველოს ომის შემთხვევაში არ ჰყავს არც ერთი მოკავშირე, და თუ ევროპა, სანქციების გარდა, გადავა სამხედრო ინტერვენციაზე — როგორც ეს 1918-21 წლებში მოხდა — იმისათვის, რომ „შეჩერდეს საქართველოს სვლის მცდელობა რუსეთისკენ და დაბრუნდეს დასავლურ კურსზე“, რეგიონში არავინ აღმოჩნდება ისეთი, ვინც მას სამხედრო დახმარებას გაუწევს. ჩინეთთან, ირანთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობს და არა სამხედრო ურთიერთდახმარებას.

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივის არარსებობის ფონზე, საქართველომ დროულად უნდა შეიტანოს განაცხადები მისთვის უფრო მისაღებ გაერთიანებებში, როგორიცაა, მაგალითად, „БРИКС“, სადაც მისი სავაჭრო პარტნიორები არიან. სამხრეთ კავკასიელ მეზობელთა პოლიტიკა საქართველოსთვის მაგალითად ვერ გამოდგება. მაგალითად, სომხეთი, მიუხედავად იმისა, რომ იქ დეკლარირებულია ევროკავშირში გაწევრიანების კურსი, არ წყვეტს კავშირებს რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, რაც პრემიერ ფაშინიანის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასწრებით დასტურდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი კი, რომელიც არ გეგმავს ევროკავშირში შესვლას და შეაჩერა უცხოელი აგენტების საქმიანობა ქვეყანაში (რის გაკეთებაც, მისი თქმით, საქართველომ თავისთან „დააგვიანა“), მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილემ, 3 მაისს სპეციალური ვიზიტით ბაქო მოინახულა, რათა პირადად გადაეცა პრეზიდენტი ალიევისთვის პუტინის მიწვევა, ხოლო მისი მეუღლის — აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევასთვის — წმინდა მოციქულთასწორი ოლგას პირველი ხარისხის ორდენი.

   საქართველოს არც ნავთობი აქვს, როგორც აზერბაიჯანს, არც ისეთი მოკავშირე ჰყავს, როგორიც თურქეთია. თანაც ბაქომ მოსკოვთან დისტანცირების პოლიტიკა დაიწყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, და არა მანამდე.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

08.05.2025
საქართველო, თბილისი