სამართალი
თბილისი, 22 აგვისტო. საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ და იმერეთის რეგიონის თავმჯდომარე გოგი წულაიამ ქუთაისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„თავისუფალი საქართველო“ სექტემბერში ქუთაისში გეგმავს კონფერენციის მოწვევას ადგილობრივი მეწარმეებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმა.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი გაეცნო რაიონულ ორგანიზაციაში მიმდინარე სამუშაოებსაც და იმერეთის ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიული მუშაობის გაძლიერების გეგმები დასახა.