საზოგადოება
თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი სერგეი შამბა ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ შამბას საარჩევნო შტაბის პრესსამსახურსა და აფხაზეთის შსს-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთასთან მოხდა. შამბას კორტეჟი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მიემართებოდა. ავარიის შედეგად სერგეი შამბამ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. დაშავდა მისი დაცვის სამი წევრიც.დაშავებულებს აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაგრის რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.
იმ საღამოს სერგეი შამბა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობას აპირებდა.
შეგახსენებთ, აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. პრეზიდენტის თანამდებობისთვის სერგეი შამბა, ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა იბრძვიან.