რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ სდით ცრემლები გელათსა და სვეტიცხოველს

   წინასწარმეტყველი მოსე და თავმჯდომარე ივანიშვილი

   პროდასვლელები და პრორუსები, რუსოფობები და რუსოფილები, ხელისუფლება და ოპოზიცია – ამ კრიტერიუმებით 3-მილიონიანი საქართველოს მოსახლეობის დაყოფა მხოლოდ პირობითად შეიძლება. საქართველოს მოქალაქეების ცნობიერებაში ხელოვნური ახალი შტამპების „ჩაბეჭდვა“ დაიწყო 1990 წლიდან, სსრკ-ის ლიკვიდაციის პერიოდში, რათა ცრუ გზაზე წაეყვანათ, როგორც 40 წელი წინასწარმეტყველი მოსე დაატარებდა ურჩ ებრაელებს უდაბნოში. ეს შტამპების მიზნად ისახავდა ქართული ერის ორად გახლეჩას, იმ ერთიანი ხალხთა მეგობრობის იდეალების ჩანაცვლებას, რომლებიც ერთსულოვან საბჭოთა ერს ერთი პარტიის ლიდერობით აერთიანებდა (რისი მიღწევაც დასავლეთის გავლენის აგენტებმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლეს).

   თუ ათვლას დავიწყებთ 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელშიც გამარჯვება ზვიად გამსახურდიას პარტიას ხვდა წილად, ურჩ ქართველებს ხუთი წელი დარჩათ, იპოვონ საკუთარი „აღთქმული მიწა“ – დააბრუნონ საქართველო იმ გზაზე, საიდანაც მას 40 წლის წინ გადაახვევინეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ საქართველის წინამძღოლმა – მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა რიცხვი „2030“ჯერ შექმნა „ პოლიტოლოგების საექსპერტო ორგანიზაცია “ 20/30, შემდეგ კი პირობა დადო, რომ 2030 წელს საქართველოევროკავშირში შეიყვანდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც „ექსპერტი-პოლიტოლოგები“ და ევროკავშირი ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ, საქართველომ კურსი აღმოსავლეთისკენ აიღო – ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საასმირები, ირანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, თურქეთი და აზერბაიჯანი.

 

ჩვენები და არაჩვენები

   სინამდვილეში, საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ადამიანები ორ შეურიგებელ ბანაკად იყოფიან – „ჩვენებად“ და „არაჩვენებად“. რომელი გაიმარჯვებს? რა ბედი ელის ამ ლეგენდებისა და საოცრებების ქვეყანას, სახელად „საქართველო“, რომლის ისტორია საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს? საქართველოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველ და მთავარ წილხვედრ ქვეყანას - იცავენ ტაძრები, რომლებიც უძველეს დროში ორმაგ ფუნქციას ასრულებდნენ – ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების. აქ არის ქრისტეს კვართი, აქ განისვენებს წმინდა ნინო. ვინ დაისაკუთრებს საქართველოს – გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ტერიტორიას, რომლის ფლობაც ყველა იმპერიასა და ცივილიზაციას სურდა?

   დღეს არაფერი შეცვლილა – იმპერიები/ცივილიზაციები კვლავ ცდილობენ საქართველოს დამონებას, სწორედ ამიტომ კარნახობს ევროპა – ფაშიზმის, ინკვიზიციის, ანტისემიტიზმის, იუვენალური იუსტიციის, ლგბტ-თემის, ერთსქესიანი ქორწინებებისა და ევთანაზიის სამშობლო! – საქართველოს ცხოვრების წესს. რა საჭიროა ომი, როცა შესაძლებელია პროპაგანდით, „რბილი ძალითა“ და გავლენის აგენტების მეშვეობით მომზადდეს ნიადაგი და შემდეგ შევიდნენ საქართველოში რბილად, წინააღმდეგობის გარეშე, როგორც დანა კარაქში? სწორედ ამიტომ გასცემდნენ USAID-ი, სოროსის ფონდი და საქართველოში არსებული საელჩოები გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, პარტიებსა და სხვა „სამოქალაქო ნაყარ-ნუყარზე“. სწორედ ამიტომ გასულ წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ (პირობითად - ტრადიციულებმა) გაერთიანებულ ოპოზიციას (არატრადიციულ პროდასავლურს) მხოლოდ 270 ათასი ხმით გაუსწრო. ანუ, როგორც ჩანს არჩევნების შედეგების მიხედვით, ჩვენები“ საქართველოში 54%-ია, დანარჩენი – „არაჩვენები“ არიან. არადა, დასავლეთი, ევროპა და აშშ ახლოსაც ვერ მივლენ საბჭოთა ხანის საქართველოს დონესთანმისი მაღალკულტურული საზოგადოებით, ინტერნაციონალური და მრავალეროვანი შემადგენლობით, დემოკრატიით, უფროსების, სუსტი სქესის კულტით, ბავშვებზე ზრუნვით, იმ საქართველოსი, სადაც განსაცვიფრებელი პროდუქტიულობით იშვებოდა ხელოვნების შედევრები, მეცნიერებისდა სპორტის მიღწევები!

სიბრიყვეა ახალგაზრდობის დადანაშაულება, რომელიც დოლარებისა და ევროების სანაცვლოდ აწყობენ ჭინკების შოუებს რუსთაველის გამზირზე, დამნაშავე არიან მათი მშობლები, დამნაშავე არიან 65 წელს გადაცილებული ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც არ მოუთხრეს შვილებსა და შვილიშვილებს – რა ზღაპრული ქვეყანა იყო საქართველო 70 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც – ეს მოღვაწეები, რომლებმაც საკუთარი შვილებიც ვერ აღზარდეს, გამოდიან საპარლამენტო ტრიბუნაზე და უტიფრად ცრუობენ, რომ საქართველო – ევროპაა, ქართველები – ევროპელები და ევროპა – ცივილიზაციაა, ხოლო რუსეთი და რუსები – ბნელი ბარბაროსები, აგრესორები და ოკუპანტები არიან, რომელთა ნდობაც არ შეიძლება! აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“ ნამყოფი ეს კონფორმისტები, რომლებიც დასავლურ მოდას საკუთარი კომფორტისთვის მოერგნენ, დღეს ვერ მოიპოვებენ იაფ პოპულარობასაც კი დასავლეთისა და ოპოზიციის თვალში. რაც შეეხება კარიერასა და პირად კეთილდღეობას – მათ უკვე საკმარისი ფული და უძრავი ქონება დააგროვეს – სიცოცხლის ბოლომდე სამყოფი მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

   ვერ მოიპოვებენ იაფ პოპულარობას ახალგაზრდა პოლიტიკოსებიც, რომლებიც თავმოკატუნებული რუსოფობიით საკუთარ მომავალს ინადგურებენ. რასაც ამ ფარისევლებისგან არავინ ითხოვს. მაგრამ ისინი დემაგოგობენ - ქულებს იწერენ ჩვევისამებრ და არ ითვალისწინებენ, რომ თუ საჭიროება იჩენს თავს, თავმჯდომარე ივანიშვილი საფუძვლიანად განაახლებს მმართველ გუნდს ახალი რეალიების შესაბამისად - გაწმენდს მას ორპირი ფარისევლებისგან, რომლებმაც თავი ყალბი რუსოფობიით შეირცხვინეს; შესაძლოა, სულაც ახალი პარტია შექმნას— ნულიდან, ამ რუსოფობიური „მემკვიდრეობის“ გარეშე.

რუსოფობიური ნარატივისგან გათავისუფლების საჭიროება დაინახა პრეზიდენტმა ტრამპმაც, რომელიც თავის გუნდთან ერთად დღეს ახალ რეალიებქმნის. ამასთან, აშშ-ს არასოდეს გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან – როგორც ეს საქართველომ გააკეთა, თუმცა შტატებმა უკრაინას იარაღით, საბრძოლო მასალითა და 350 მილიარდი დოლარიდაეხმარნენ.

სოხუმი და ცხინვალი თბილისს არ დაუახლოვდება იმით, რომ საქართველო უარს ამბობს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების აღდგენაზე — რაზეც უარს თვით ამერიკის შეერთებული შტატებიც არ ამბობს; არც იმით, რომ საქართველოს წარმომადგენლები 9 მაისს, დიდი გამარჯვების 80 წლისთავზე, წითელ მოედანზე არ იქნებიან; არც იმით, რომ მთავარ პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“-ს საინფორმაციო გამოშვება უკრაინის ფრონტიდან იწყება სიტყვებით — „დღეს რუსი ოკუპანტები...“. პირიქით — აფხაზეთი და სამაჩაბლო კიდევ უფრო გაუცხოვდებიან.

 

სამართლიანობის აღდგენა – დამოუკიდებლობის მთავარი პირობა

  „ცივი ევროპელებისთვის უცხონი არიან ქართველები, მათ საქართველო საერთოდ არ აინტერესებთ; თუ მიტინგებზე გამოდიან, მხოლოდ საკუთარი სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ბუნებრივია, რადგან ფრანგსა და გერმანელს არ უნდა ადარდებდეთ ქართველის ბედი — საკუთარი პრობლემები ევროპელებს თავზე საყრელი აქვთ. საქართველოში კი ყველაფერი პირიქითაა — აქ ყველა საპროტესტო აქცია პოლიტიკური, ანტირუსულია, დასავლეთის ნაწილად საქართველოს გადაქცევის მოთხოვნით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს და ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის „ხერხემალი“.

  დღემდე საქართველოში სიმართლე მალავენ, შესაბამისად — სამართლიანობას არ უზეიმია, ხოლო მის გარეშე დამოუკიდებლობა შეუძლებელია. საქართველოს მოქალაქეებმა ჯერაც არ იციან სიმართლე 1989 წლის 9 აპრილის შესახებ — როცა პარლამენტის წინ კათოლიკოს-პატრიარქს ბინძური ფეხსაცმელი ესროლეს, შემდეგ კი როდიონოვის ბეტეერები გამოჩნდნენ; არც 1991 წლის 31 მარტის შესახებ — როცა ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე; არც 2018 წლის 26 მაისის შესახებ — როცა გამოცხადდა პირველი „დამოუკიდებელი“ დემოკრატიული რესპუბლიკა; და არც 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ — როცა მე-11 წითელმა არმიამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა. რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ტრანსლაციისას, საქართველოს მოქალაქეებმა შეიტყვეს, რომ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა განზრახული ცხინვალის რეგიონზე თავდასხმა, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს განახორციელა. მაგრამ დღემდე ქართველმა ხალხი არ იცის - ვინ მოკლა პრეზიდენტი გამსახურდია, პრემიერი ჟვანია, აკადემიკოსი შარაძე და როგორ გახდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი — ქალი, რომელიც შეიძლება ქილაში დაისპირტოს და მიეწებოს ეტიკეტი: „უცხოელი აგენტის ეტალონი“.

  აი, ამ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, და არა დაკარგოს დრო ცალკეულ არამზადებზე, რომლებიც უმეტესად ცრუობენ. თუ ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებზე სრულ სიმართლეს არ ეტყვიან, საქართველო ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას ვერ იხილავს.

 

რატომ სდით ცრემლი გელათსა და სვეტიცხოველ

   უკვე რამდენიმე წელია გელათის ტაძრის სახურავი ჟონავს, ახლახან სვეტიცხოველის სახურავმაც დაიწყო ჟონვა. რატომ სდის წყალი ცრემლივით  უდიდესი ქართული ტაძრების კედლებიდან და შლის ფრესკებს, რაც საუკუნეების მანძილზე არ მომხდარა? რატომ არ აღმოიფხვრა ეს გაჟონვა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, თუმცა ამის გაკეთება შეიძლებოდა მაშინვე, როგორც კი წვიმა შეწყდა? ნუთუ ეს ზეციური ნიშანია?!

 

   დადგება დრო, როცა საქართველოს უახლესი ისტორიის 40-წლიან პერიოდს სირცხვილით გავიხსენებთ – როგორც სისუსტისა და სავალალო შეცდომების ხანას. არა, არაჩვენები სულაც არ შეადგენენ საქართველოს ნახევარს – მათი უმრავლესობა, ვინც ხმა მისცა რადიკალურ ოპოზიციას, ან განაწყენებულია ხელისუფლებაზე, ხშირად – სამართლიანად, ან დასავლური პროპაგანდით მოინუსხნენ. მაგრამ „არაჩვენებს“ შორის არიან მტკიცე, იდეურ მტრებიესენი არიან ქართველი პროვინციელი ფაშისტები, რომელთა შესახებაც საქართველოში საუბარს ხშირად არიდებენ თავს: ზოგი — სირცხვილით საკუთარი ერის გამო, ზოგი კი — შიშისგან. დიახ, ქართველებს, ისევე როგორც უკრაინელებშორის, ყოველთვის იყვნენ ფაშისტები, რომლებსაც სძულთ ნორმალური ქართველები, ასევე რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა არადასავლელი ხალხები.

სწორედ ქართველი პროვინციელი ფაშისტები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი. ამ დაავადებით ისარგებლა დასავლურმა პროპაგანდამ საკუთარი მიზნების მისაღწევად — „საბჭოთა“ ტაბუ რუსოფობიაზე, შოვინიზმსა და სხვა ნაცისტურ ფობიებზე მოიხსნა, და დღეს ქართველი ფაშისტები გამოქანდნენ ქუჩებში — ხალხის შესაშინებლად თავიანთი აგრესიით, ლოზუნგებითა და სატანური გარეგნობით!

ამიტომაც სდით ცრემლი ქართულ სიწმინდეებს - გელათსა და სვეტიცხოველს

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

22.04.2025
საქართველო, თბილისი

*ნორმალური ქართველები – ისინი არიან, ვისთვისაც სვეტიცხოველი, გელათი, ასევე სიონი, სამება, ანჩისხატი, ბაგრატი და სხვა ტაძრები მშობლიურია, ისინი მშობლებივით უყვართ და თბილ კედლებს კოცნიან...