საზოგადოება
რეპლიკა: „ქართველი – იდიოტია?!“

saz_demurბოლშევიზმის პროპაგანდისტული მანქანა ყოველთვის ზუსტად თვლიდა:  

() ინფანტილიზაცია;  

() დროის კონტროლი (სხვანაირად, დროის ნაციონალიზაცია, რომლის შემადგენელია დროის დაგეგმვა);

() იდეოლოგიზაცია ("დიდი ინკვიზიტორის" ტრიადა:

სასწაული, საიდუმლო და ავტორიტეტი (тайна, чудо, авторитет ), და

() ტოტალიტარიზაცია მთავარი ვექტორები იყო ახალი ადამიანის გამოყვანის საქმეში!

მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ახალი ადამიანის, ანუ "სპეციალური ტიპის იდიოტის" გამოყვანის მცდელობა ყველგან ყოველთვის უშედეგოდ დამთავრდა და საქართველოშიც ეს მცდელობა კრახით დასრულდება - ადამიანი მხოლოდ გარკვეული დროით ექვემდებარება "დაბოლებას" და ეს მისი ტრაგიკული სისუსტეა! ადამიანს არ ჰყოფნის ნებისყოფა, ინტელექტი და თავისი ცხოვრების პერსპექტიული ხედვა, წინ აღუდგეს ამ მოკლევადიან ინტენსიურ და მიზანმიმართულ შეტევას მის გონებაზე!

ადამიანმა, მისი ნებისყოფის სისუსტის გამო და ისტორიული მეხსიერების სისუსტის გამოც, მისი წარსული გამოცდილება ცოდნად ვერ გარდასახა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ ვერ აქცია! და სწორედ ეს ადამიანური სისუსტეები ხდება მისი გონებრივი დაკაბალების საფუძველი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაცნობამ უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა!

ბუნებრივია, ისმის კითხვა: "სწორია კი გამოკითხვის ეს შედეგები და რეალურად ასახავს კი იგი საზოგადოების განწყობას?!" ამ კითხვის დასმა ლოგიკურად გამოიყურება, რადგან ქვეყანაში, სადაც უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, - სადაც ძალზე დიდი მასა შრომისუნარიანი მოსახლეობისა დაუსაქმებელია, სადაც ცხოვრებისეული სტანდარტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სადაც ადამიანებს სტაბილური მიზერული შემოსავალიც კი სანატრელი აქვთ, ბედნიერების განწყობა დაუფლებიათ და უზნეო, პრიმიტიული და ხშირად ამაზრზენი გასართობი პროგრამების მეტი არაფერი სურთ და არაფერი მოსწონთ!

ის, რომ ადამიანს თავის ყოვველდღიურ ცხოვრებაში დასვენება, განტვირთვა, გართობა და ძალის მოკრება სჭირდება, - ეჭვს არ შეიძლება იწვევდეს! ადამიანი, თავისი ბუნებით, მიდრეკილია სწორედ აქეთკენ, მაგრამ იმისათვის, რომ მან სრულად დაიკმაყოფილოს მისი ეს მისწრაფებები, მას აუცილებლად კარგი მატერიალური მდგომარეობა სჭირდება, ეს უკანასკნელი კი დაუღალავ შრომას საჭიროებს!

თუ ის გამოკითხვის შედეგები სწორია, რომ ქართველ ხალხს იმ იდიოტიზმის მეტი არაფერი აინტერსებს, თანაც ისეთი პრიორიტეტულობით, რაც "გამოკითხვამ" აჩვენა, მაშინ ამ საზოგადოებას უარი უთქვამს საკუთარ მომავალზე და დეგენერა- ციის გზას დასდგომია!

ადამიანებს, რომლებსაც ავიწყდებათ, თუ რა მდგომარეობაში არიან - გონება დაჰკარგვიათ, გონებადაკარგულ ადამიანებს კი სასიცოცხლო პერსპექტივა არა აქვთ! , ისინი მართლაც ძალიან კარგად ცხოვრობენ და მხოლოდ მცირე- რიცხოვან ასევე გონებადაკარგულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყანაში ბედ- ნიერად მცხოვრები ადამიანები ღარიბები და უბედურები არიან.

რომელია სწორი?

ქართველი იდიოტია?!

 

დემურ გიორხელიძე