სამართალი
სახალხო დამცველის ოფისთან აქცია „გადავარჩინოთ იოსებ წიკლაურის სიცოცხლე!“ გაიმართება

zaklucheniiთბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს სახალხო დამცველის ოფისთან აქცია „გადავარჩინოთ იოსებ წიკლაურის სიცოცხლე!“ გაიმართება.

როგორც „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან“ იტყობინებიან, აქციას უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები სახალხო დამცველთან შეხვედრას მოითხოვენ და მისი პოზიციის მოსმენას, თუ რა ქმედით ზომების გატარებს გეგმავს 23 წლის მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის პრობლემებთან დაკავშირებით.

წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ძალიან მძიმეა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო კი სამედიცინო საექსპერტო დასკვნის გაცემას მიზანმიმართულად აჭიანურებს. საექსპერტო დასკვნის საშუალებით კი პატიმარს შესაძლებლობა ეძლევა, სასჯელის გადავადების თხოვნით სასამართლოს მიმართოს, რის შემდეგაც ოჯახს საშუალება მიეცემა, სრულფასოვანი და კვალიფიციური მკურნალობით საკუთარი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.