პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „სვანეთის ეკონომიკა, ისევე, როგორც მთელი საქართველოსი, დანგრეულია“

alasaIRAთბილისი, 19 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერები  რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ირაკლი ალასანიამ სამეგრელოდან სვანეთში გადაინაცვლა და პირველად ლენტეხის რაიონის მცხოვრებთ შეხვდა.

„სვანეთის მცხოვრებთა უმეტესობა დაუსაქმებელია. სახელმწიფო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ზრუნავს იმაზე, რომ გლეხს დაეხმაროს, იმ ადამიანებს დაეხმაროს, ვინც შრომობს მიწაზე, რომ თავისი მძიმე შრომით ოჯახი არჩინოს. ამის საშუალება დღეს სვანებს არ აქვთ. სვანეთის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა ისეთივე დანგრეულია, როგორც მთელ საქართველოში. ამიტომაც არის აუცილებელი ცვლილება სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ჩვენ გვჭირდება გლეხების რეალური მხარდაჭერა, რეალური მხარდაჭერა სასუქით, შხამ-ქიმიკატებით, რომ ადამიანებს შემოსავალი ჰქონდეთ და შიმშილი არ ემუქრებოდეთ“, – განაცხადა ალასანიამ ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას.