საზოგადოება
მიხეილ ქარელი: მიხეილ სააკაშვილი დღესაც საშიშია, მაქვს განცდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გუშინ მიმდინარე სხდომაზე 2004-2007 წლებში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ ქარელის გამოკითხვა მიმდინარეობდა.

ქარელმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და მას საშიში ადამიანი უწოდა.

ის ფსიქიკურად ავადმყოფია, დღესაც საშიშია, არათუ მაშინ. გულწრფელად გეტყვით, მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. მე მზად ვარ, თუ დამატებითი კითხვები იქნება, გამოვცხადდე თქვენთან. მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“, – განაცხადა ქარელმა.