პუბლიკაციები
სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ დაამთავრა მუშაობა შემდეგ ნაშრომზე - ,,1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის გიორგის ჯვრების კავალრები საქართველოდან

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. გიორგის ჯვარი - იყო რუსეთის იმპერიის ყველაზე საპატიო და სანატრელი ჯილდო და ეს ჯილდო გახდა იმ დავიწყებული, მაგრამ დიდი ომის მინდვრებზე შესრულებული საქმეების გამორჩევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი.

1914-1918 წლების ომის წლებში, დაახლოებით ერთ მილიონ ჯარისკაცს  გადაეცათ ამ საპატიო ჯილდოს ოთხივე ხარისხი. საქართველოს წარმომადგენლებმა ომის დროს, (ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიების, ბათომის, სოხუმის და ზაქათალას ოლქების მკვიდრმა მოსახლეობამ) დაიმსახურეს:

გიორგის ჯვარი, I ხარისხი - 100 კაცი,

გიორგის ჯვრის II ხარისხი -209 კაცი,

გიორგის ჯვრის III ხარისხი - 710 კაცი,

გიორგის ჯვარი, IV- ე ხარისხი - 3565 კაცი.

კვლევა-ძიების პროცესში შესაძლებელი გახდა ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებზე უზარმაზარი მანამდე უცნობი მასალების აღმოჩენა. ახლა კი ყველანაირი საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ეს გმირები, აღარასოდეს გაქრებიან ჩვენი საქართველოს სამხედრო ისტორიის ფურცლებიდან, ან მათი შთამომავლების მადლიერი მეხსიერებიდან. სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ დაამთავრა ამ ფუნდამენტურ ნაშრომზე მუშაობა, ის უკვე ნათარგმნია რუსულიდან ქართულ ენაზე და ქართველი მკითხველი იხილავს 4.584 პერსონალიას.