აქტუალური
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რის შედეგადაც 17 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
ივლისში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8 პროცენტზე იყო შენარჩუნებული, 7.75 პროცენტამდე შეამცირა.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 17 აგვისტოს განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი „მოსალოდნელზე უფრო სწრაფად“ მცირდება.საქსტატის ინფორმაციით, ივლისში წლიური ინფლაცია 8.5 პროცენტამდე შემცირდა, მაშინ, როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაცია 0.03 პროცენტს გაუტოლდა.
საქინფორმი