სამართალი
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის დახურვის გადაწყვეტილება შეაჩერა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ USAID-ის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება შეაჩერა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ფედერალური მოსამართლის, თეოდორ ჩუანგის გადაწყვეტილებით, იკრძალება ტრამპის ადმინისტრაციის ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვასთან დაკავშირებით.

მოსამართლე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მრავალმხრივ არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციას.

ჩუანგმა სამთავრობო ეფექტიანობის სამსახურს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, დაავალა USAID-ის კომპიუტერულ და გადახდის სისტემებზე წვდომის აღდგენა თანამშრომლებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც შვებულებაში იყო გაშვებული.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ USAID-ის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.