საკრებულოს ბოლო სხდომის გადაწყვეტილებით, დაფინანსება 23 ათასი ლარით გაეზარდა საკრებულოს აპარატს, 30 ათასი ლარით კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაკლიის ბანაკი „პატრიოტი“ დაფინანსდა. არადა, ბანაკი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან 1 მლნ ლარით ფინანსდება. ბანაკის მსგავსად, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება განსაკუთრებულ დავალებათა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოც.
ამდენად, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ადგილობრივი მთავრობა ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილ თანხებს ამცირებს. არადა, კანონის შესაბამისად, პრიორიტეტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ არა დელეგირებულ, არამედ სწორედ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას უნდა მიანიჭოს. მით უმეტეს მაშინ, როცა გზების პრობლემა ზუგდიდის არაერთ ქუჩაზე და სოფლებში არსებობს. სანიაღვრე არხები კი ქალაქის უმეტეს ნაწილში მოწესრიგებული არ არის და წვიმის დროს ცენტრალური ქუჩების ნაწილი იტბორება.
საქინფორმი